აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ავთანდილ ძაგანია სოხუმის უნივერისტეტის რექტორ თეა ჯუღელს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორ ავთანდილ ძაგანიასთან ერთად სოხუმის უნივერისტეტის რექტორ თეა ჯუღელს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს, რაც ძირითადად აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებას ითვალისწინებს.
შეხვედრას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით ჯალაღონია და პროფესორი დევი შონია ესწრებოდნენ.