აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი, ავთანდილ ძაგანია, მოადგილე ირაკლი თურმანიძესთან ერთად „დურგალთა სკოლის“ დირექტორ აკაკი გურგენიძეს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს ხის დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლის, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებები და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ჩართულობის სამომავლო პერსპექტივები. ყურადრება გამახვილდა იმ გარემოს შექმნაზე, სადაც ახალგაზრდები როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ცოდნას მიიღებენ.
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი მიზანია აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების პრაქტიკული უნარების განვითარების ხელშეწყობა.