აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის წინასაახალწლო ღონისძიებები გაიმართა.
საახალწლო პროგრამის ფარგლებში საბავშვო სპექტაკლები, სხვადასხვა გასართობი და შემეცნებით აქტივობები ჩატარდა.
ღონისძიებას აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე სალომე კაპანაძე, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ავთანდილ ძაგანია და მოადგილე ირაკლი თურმანიძე ესწრებოდნენ, რომლებმაც ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
საახალწლო ღონისძიებების პროგრამა “სიყვარულით თქვენთვის“ ქვეყნის მასშტაბით 5 ქალაქში – თბილისში, ბორჯომში, სენაკში, ზუგდიდსა და ბათუმში გაიმართა და მასში აფხაზეთიდან დევნილმა 1000-ზე მეტმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.












