დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის კერამიკის მასტერკლასები დაიწყო
შაბათი, der 12. ივლისი 2025
by

აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის კერამიკის მასტერკლასები დაიწყო

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით, პროექტ „შემოქმედებითი ზაფხულის“ ფარგლებში, კოლეჯ „სპექტრთან“ ურთიერთთანამშრომლობით კერამიკის მასტერკლასები დაიწყო.

პროექტი აფხაზეთიდან დევნილი 18-25 წლის ახალგაზრდებისთვის ხორციელდება, რომელსაც პროფესიონალი კერამიკოსი გრიგოლ მუმლაძე ხელმძღვანელობს. მისი დახმარებით ახალგაზრდები კერამიკული ნივთების დამზადების ძირითად ტექნიკას გაეცნენ და საკუთარი ხელით აფხაზური თემატიკის ნამუშევრები შექმნეს.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორი მათე ტაკიძე, აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მურთაზ გურჩიანი, კულტურის სამმართველოს უფროსი სალომე უზუნაშვილი, სააგენტოსა და კოლეჯის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტი მიზნად ისახავს დევნილი ახალგაზრდების პროფესიული, კარიერული და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

პროექტის დასკვნით ეტაპზე მასტერკლასზე შექმნილი აფხაზური თემატიკის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.

Share: