აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში, გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით „ფერების ზღვა“.
გალერეაში წარმოდგენილია აფხაზეთიდან დევნილი, ახალგაზრდა ქალბატონების: ესმა არღვლიანის, მარიამ აქუბარდიას, თამარ გითოლენდიას, ქეთევან ეფაძის, ნინო ჭედიას, ფლორა ჩხოტუას, თეკლა ჯუღელის, და ნანა ესიავას – პერსონალური ნამუშევრები.
აღნიშნული გამოფენა მიზნად ისახავს აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების მხარდაჭერას და მათ მეტ პოპულარიზაციას საზოგადოების ფართო წრეებში, როგორც ქვეყნის შიგნით აგრეთვე მის ფარგლებს გარეთაც.