აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერითა და „აფხაზეთის კულტურის მოღვაწეთა კავშირი მშვიდობისა და თანამშრომლობისათვის“ თავმჯდომარე ია მაისაიას ორგანიზებით ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ცნობილი სოხუმელი პოეტისა და ჟურნალისტის მარი ჟღენტის საიუბილეო შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
მარი ჟღენტი საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრია და სხვადასხვა ჟანრში ოთხი პოეტური კრებული აქვს გამოცემული.
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარიამ, მარი ჟღენტი სახელმწიფო და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის საპატიო სიგელითა და მედლით დააჯილდოვა.
ღონისძიებას უმაღლესი საბჭოს წევრები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.









