Dimitri Uznadze str. #68

0102, Tbilisi, Georgia

09:00 - 18:00

Monday to Saturday

(ქართული) ჭიდაობაში დამსახურებული მწვრთნელის ზური ქალდანის სახელობის თასის გათამაშება გაიმართა
Sunday December 14th, 2025
by

(ქართული) ჭიდაობაში დამსახურებული მწვრთნელის ზური ქალდანის სახელობის თასის გათამაშება გაიმართა

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორ ავთანდილ ძგანიასთან ერთად, ჭიდაობაში დამსახურებული მწვრთნელის ზური ქალდანის სახელობის თასის გათამაშებას დაესწრო და გამარჯვებულები დააჯილდოვა.
ტურნირში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეულმა 250-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილმა სპორტსმენებმა.
აფხაზეთის ღია პირველობა თავისუფალ ჭიდაობაში სხვადასხვა წონით კატეგორიაში გაიმართა, სადაც პრიზიორები და ჩემპიონები გამოვლინდნენ.
ღონისძიება აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით და აფხაზეთის ა/რ მთავრობის მხარდაჭერით, თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრში გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა სპორტსმენების განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
სპორტულ ღონისძიებას აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიის, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და სპორტის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Share: