Dimitri Uznadze str. #68

0102, Tbilisi, Georgia

09:00 - 18:00

Monday to Saturday

(ქართული) წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება
Sunday December 28th, 2025
by

(ქართული) წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილი, წარმატებული სპორტსმენების ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებაზე 10 წარმატებული სპორტსმენი გამოვლინდა, რომლებმაც საკუთარი გამარჯვებებით არაერთხელ ასახელეს საქართველო როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.
სპეციალური კომისიის მიერ მიმდინარე წლის საუკეთესო სპორტსმენებად დასახელდნენ: გიორგი ქალდანი – პარაძიუდო, გიორგი მალანია – კიკბოქსინგი, გიორგი ხვისტანი – ათლეტიზმი, ალექსანდრე შამუგია – პარაკარატე, აკაკი ჯინჭარაძე – პარაწოლჭიმი, ნათია გადელია – ძალოსნობა, მარიამ მარშავა – ტყვიის სროლა, გიორგი ტორუა – მკლავჭიდი, გურამ ვეკუა – ძალოსნობა და ანდრია წურწუმია – ძიუდო.
სპორტსმენებს საპატიო სიგელები და სიმბოლური საჩუქრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ გადასცეს.
ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და სპორტსმენები ესწრებოდნენ.

Share: