Dimitri Uznadze str. #68

0102, Tbilisi, Georgia

09:00 - 18:00

Monday to Saturday

(ქართული) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ინკლუზიური გამოფენა-გაყიდვა „ჩვენი თვალით აღქმული სამყარო“ გაიმართა
Wednesday December 3rd, 2025
by

(ქართული) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ინკლუზიური გამოფენა-გაყიდვა „ჩვენი თვალით აღქმული სამყარო“ გაიმართა

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით და „მშობელთა ხიდის“ ინიციატივით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ინკლუზიური გამოფენა-გაყიდვა „ჩვენი თვალით აღქმული სამყარო“ გაიმართა.
გამოფენაზე აფხაზეთიდან დევნილი განსაკუთრებული საჭიროების მქონე 30-მდე ახალგაზრდის მიერ შექმნილი 100-ზე მეტი ხელნაკეთი საშობაო-ფერადი დეკორაციული სუვენირი და ნახატები იყო წარმოდგენილი.
გამოფენას აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, მინისტრის მოადგილე სალომე კაპანაძე, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ავთანდილ ძაგანია და სააგენტოს დირექტორის მოადგილე ირაკლი თურმანიძე ესწრებოდნენ.
შშმ პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საღამოს მუსიკალურად ამიერკავკასიაში ერთადერთი პარაორკესტრი აფორმებდა.

Share: