აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ სამეთა სააგენტოს ორგანიზებით და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის ჩართულობით ქალაქ წყალტუბოში პროექტი ,,ფერწერა აფხაზეთიდან” გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ავთანდილ ძაგანია დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის სამხატვრო მასტერკლასი მოეწყო, რომელსაც მხატვარი რომეო ლეკვეიშვილი ხელმძღვანელობდა. მონაწილეებმა აფხაზეთის თემატიკაზე შექმნეს ფერწერული ნამუშევრები, რომლებიც სააგენტოს 2026 წლის სამაგიდო კალენდრის სახით დაიბეჭდება.
,,თქვენი შემოქმედებით ჩვენ კიდევ ერთხელ ვიგრძენით, რამდენად ძლიერია კავშირი ჩვენს ისტორიულ მიწასთან და რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ მომავალ თაობას შევუნარჩუნოთ ეს მეხსიერება. თქვენი ნახატები დასტურია იმისა, რომ აფხაზეთი არის ჩვენი საერთო სახლი, სადაც უნდა სუფევდეს მეგობრობა, ურთიერთპატივისცემა და სიყვარული”- განაცხადა ავთანდილ ძაგანიამ.
პროექტის მონაწილეები სერთიფიკატებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვდნენ.
გამოფენას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ხათუნა მაღლაკელიძე, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ სამეთა სააგენტოს კულტურის სამმართველოს უფროსი სალომე უზუნაშვილი, წყალტუბოს სამხატვრო სკოლის და სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.