Dimitri Uznadze str. #68

0102, Tbilisi, Georgia

09:00 - 18:00

Monday to Saturday

(ქართული) პროექტი „ჯადოსნური დღეები“ ქალაქ ფოთსა და ბათუმში გაიმართა
Sunday November 30th, 2025
by

(ქართული) პროექტი „ჯადოსნური დღეები“ ქალაქ ფოთსა და ბათუმში გაიმართა

აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ჯინჭარაძის დავალებით, აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის პროექტი „ჯადოსნური დღეები“ მიმდინარეობს, რომლის მორიგი ღონისძიება ქალაქ ფოთსა და ბათუმში გაიმართა.
ღონისძიება მრავალფეროვან გასართობ აქტივობებს, გუნდურ და ინტერაქტიულ თამაშებს მოიცავდა, რომელშიც 500-მდე აფხაზეთიდან დევნილი ბავშვი მონაწილეობდა.
ღონისძიებას აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ავთანდილ ძაგანია, მოადგილე ირაკლი თურმანიძესთან ერთად დაესწრო.
პროექტი აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებითა და აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს მხარდაჭერით ქვეყნის მასშტაბით რვა სხვადასხვა ქალაქში ხორციელდება და 7 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

Share: