Dimitri Uznadze str. #68

0102, Tbilisi, Georgia

09:00 - 18:00

Monday to Saturday

(ქართული) კახეთში კულტურულ-შემეცნებითი ტური გაიმართა
Monday November 3rd, 2025
by

(ქართული) კახეთში კულტურულ-შემეცნებითი ტური გაიმართა

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით, კახეთში აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტებისთვის კულტურულ-შემეცნებითი ტური გაიმართა.

შემეცნებით ტურში აფხაზეთიდან დევნილმა 50-მდე 18-25 წლის ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც კვეტერას ისტორიული ციხე-ქალაქი და თელავის ისტორიული მუზეუმი მოინახულეს, გაეცნენ ქართული ღვინის 8000-წლიან ისტორიასა და ტრადიციული მეღვინეობის უნიკალურ კულტურას.

ღონისძიებას აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ავთანდილ ძაგანია მოადგილე ირაკლი თურმანიძისთან და კულტურის სამმართველოს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

პროექტის მიზანია ახალგაზრდებში ეროვნული თვითმყოფადობის, კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიული ცნობიერების გაღრმავება.

Share: