Dimitri Uznadze str. #68

0102, Tbilisi, Georgia

09:00 - 18:00

Monday to Saturday

(ქართული) აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით თბილისში “City Game 2025” გაიმართა
Monday December 15th, 2025
by

(ქართული) აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით თბილისში “City Game 2025” გაიმართა

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ავთანდილ ძაგანია თბილისში გამართულ “City Game 2025” შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიებაზე ავთანდილ ძაგანიამ, ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა, ყურადღება გაამახვილა აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების შემეცნებით და ინტერაქციულ პროექტებში ჩართვის მნიშვნელობაზე და გამარჯვებული გუნდები სერტიფიკატებითა და ფულადი პრიზებით დააჯილდოვა.
პროექტში 16-25 წლის აფხაზეთიდან დევნილი 200-მდე ახალგაზრდა იყო ჩართული, რომლებიც თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციებზე, სპორტულ, შემეცნებით და გასართობ აქტივობებში მონაწილეობდნენ.
“City Game 2025“ აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერითა და საქართველოს სკაუტების ორგანიზებით გაიმართა.
შემაჯამებელ ღონისძებას აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორის მოადგილე ირაკლი თურმანიძე და საქართველოს სკაუტების თავმჯდომარე მურთაზ გურჩიანი ესწრებოდნენ.

Share: