Dimitri Uznadze str. #68

0102, Tbilisi, Georgia

09:00 - 18:00

Monday to Saturday

(ქართული) აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის დირექტორს შეხვდა
Sunday November 2nd, 2025
by

(ქართული) აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის დირექტორს შეხვდა

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ავთანდილ ძაგანია აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის დირექტორს კობა გეგიას შეხვდა და აფხაზეთიდან დევნილი სპორტსმენების სავარჯიშო სივრცე დაათვალიერა.

სპორტული კლუბებისა და გუნდების წარმომადგენლებთან შეხვედრები მიზნად ისახავს ახალგაზრდების საჭიროებების სისტემურ ანალიზს, მათი სპორტული პოტენციალის განვითარებასა და არსებული გამოწვევების საფუძვლიან შესწავლას.

აფხაზეთის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების მხარდაჭერა, რომელიც პროგრამის „აფხაზეთის სპორტული კლუბებისა და გუნდების ფინანსური მხარდაჭერის” ფარგლებში ხორციელდება.

Share: