Dimitri Uznadze str. #68

0102, Tbilisi, Georgia

09:00 - 18:00

Monday to Saturday

(ქართული) აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ავთანდილ ძაგანია ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ სოსო მალანიას შეხვდა
Wednesday October 29th, 2025
by

(ქართული) აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ავთანდილ ძაგანია ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ სოსო მალანიას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე დავით მიქავამ და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ავთანდილ ძაგანიამ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ სოსო მალანიასთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა სპორტსმენების საჭიროებებსა და აფხაზეთის სახელით მოასპარეზე საფეხბურთო კლუბების მხარდაჭერაზე. მხარეებმა ასევე განიხილეს დევნილი ახალგაზრდებისათვის სხვადასხვა სპორტული აქტივობებისა და პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.

შეხვედრას აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორის მოადგილე ირაკლი თურმანიძე ესწრებოდა.

Share: