Dimitri Uznadze str. #68

0102, Tbilisi, Georgia

09:00 - 18:00

Monday to Saturday

(ქართული) აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის ტექნოპარკში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
Wednesday November 19th, 2025
by

(ქართული) აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის ტექნოპარკში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივითა და მხარდაჭერით, აფხაზეთის N2 და N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, თორნიკე ჯობავამ, აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების პროცესებზე, ტექნოლოგიური წინსვლის თანამედროვე ტენდენციებსა და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ფაბლაბის სპეციალისტმა დავით ვარდანიძემ მონაწილეებს არსებული პროგრამები გააცნო და ინოვაციური სივრცეები დაათვალიერებინა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც ყურადღება გამახვილდა მონაწილეებისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე.

შეხვედრა მიზნად ისახავს აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის თანამედროვე სამყაროში ციფრული ტექნოლოგიებისა და სტარტაპ ეკოსისტემის მნიშვნელობის წარმოჩენას და მემორანდუმის საფუძველზე მათ ინოვაციურ და საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვის ხელშეწყობას.

Share: