დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

შემოქმედებითი ტური ანაკლიაში იწყება
ხუთშაბათი, der 4. სექტემბერი 2025
by

შემოქმედებითი ტური ანაკლიაში იწყება

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით, პროგრამის „ჯანსაღი ცხოვრების კვალდაკვალ“ ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილი 16-25 წლის ახალგაზრდებისთვის 10-12 სექტემბერს, ანაკლიაში სამდღიანი შემეცნებითი ტური გაიმართება.

ბანაკის არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს საინტერესო თეორიულ სემინარებსა და პრაქტიკულ აქტივობებს, რომლებიც მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავებას.

📌 რეგისტრაცია 4 სექტემბრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით მოცემულ ბმულზე: რეგისტრაცია

(რეგისტრაციის შემდეგ საჭირო დეტალებს ელ.ფოსტაზე მიიღებთ)

📩დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ სააგენტოს ოფიციალური ელ.ფოსტის მისამართზე: Info@csya.ge

Share: