აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ავთანდილ ძაგანია მოადგილე ირაკლი თურმანიძესთან ერთად აფხაზეთის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ომარ პაპავას შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ფედერაციის მიღწევებსა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლო გზებზე ისაუბრეს, რაც მიზნად ისახავს აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების სპორტულ აქტივობებში ჩართულობისა და მხარდაჭერის გაძლიერებას.
აფხაზეთის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაცია 2021 წელს დაარსდა და დღემდე აქტიურად მონაწილეობს, როგორც ეროვნულ ლიგაში, ასევე საერთაშორისო ტურნირებში.