აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო აცხადებს განაცხადების მიღებას „აფხაზეთის სახელით მოასპარეზე გუნდების/კლუბების“ ხელშეწყობის პროგრამაზე
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო აცხადებს განაცხადების მიღებას „აფხაზეთის სახელით მოასპარეზე გუნდების/კლუბების“ ხელშეწყობის პროგრამაზე
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო აცხადებს განაცხადების მიღებას „აფხაზეთის სახელით მოასპარეზე გუნდების/კლუბების“ ხელშეწყობის პროგრამაზე.
ქვეპროგრამა გულისხმობს იმ სპორტული გუნდების/კლუბების (ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, ამერიკული ფეხბურთი ) ფინანსურ მხარდაჭერას, რომლებიც აფხაზეთის (აფხაზეთთან დაკავშირებული) სახელით ასპრეზობენ.
დაფინანსების მიმღები სუბიექტი შეიძლება იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე 2023 წლის 01 იანვრამდე რეგისტრირებული იურიდიული პირი (მხოლოდ სპორტული კლუბები/გუნდები), რომლებიც ასპარეზობენ აფხაზეთის (აფხაზეთთან დაკავშირებული) სახელით.
პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში სპორტის სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაციას და განვითარების ხელშეწყობას.
განხორციელების წესი, წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე :
რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ განაცხადებისა და დამატებითი დოკუმენტაციების მიღება დაუშვებელია.
განაცხადი უნდა წარმოადგინოს კლუბის/გუნდის უფლებამოსილმა პირმა შემდეგ მისამართზე: დ. უზნაძის 68, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო, მე-5 სართული.